ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა  კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს მათ ჩაუტარებენ, ვისაც 20 იანვრის შემდეგ სიცხე ან ხველა ჰქონდა, ან სიცხისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეს.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ცნობით, კლების  მიუხედავად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მომავალში.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ  გამოცხადდა.  21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.  ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.