ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსით სულ 42 200 ადამიანია დაინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.