ცისფერ დარბაზში ლია მარტაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში  ლია მარტაშვილის წიგნის “მზის გემო” პრეზენტაცია გაიმართა. ავტორმა წიგნი 2 თვის წინ, რუსთავის მერიის დაფინანსებით გამოსცა. 

როგორც ავტორმა აღნიშნა, წიგნი ახალგაზრდა თაობისთვის დაწერა და მისი პათოსი სამშობლოს სიყვარულია.

პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.