ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

მე-15 მიკრორაიონში, ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 2 პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც ადგილიდან Tv4-ის  ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი მანქანის ძველ ნაწილებსა და საბურავებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.