ავსტრალიის დედაქალაქ კანბერასა და მეზობელ ახალ სამხრეთ უელსის შტატში 6 ხანძარია, რომლებსაც მეხანძრეები ვერ აკონტროლებენ.
BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ კანბერას მოსახლეობის ნაწილს შეატყობინეს, რომ ევაკუირება უკვე გვიანია და ცეცხლისგან თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდეს.
ამ ეტაპზე ცეცხლი 35 ჰექტარის ტერიტორიაზეა მოდებული. ცეცხლის გავრცელებას მშრალი ამინდი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. რეგიონში დაახლოებით, 400 000 ადამიანი ცხოვრობს.