საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველია ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ,ელექტროგაყვანილობა გახდა.