ხევში გაწმენდითი სამუშაოების შესრულებისას მამაკაცს ამწე დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამუშაოს შესრულების დროს ერთი ადამიანი დაშავდა.  შემთხვევა სოფელ ანაგაში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ხევის  გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდა ,ამწე დაეცა და სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებული პირველადი დახმარების შემდეგ, თბილისის ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს მოტეხილობები და სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისივე თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება.