საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბოლო 24 საათში ძლიერი ქარის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინება შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.
გამოძახების უმრავლესობა თბილისში იყო – 49, რაც შეეხება რეგიონებს, ქვემო ქართლში – სამი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ორი, იმერეთში – ორი, გურიაში – ერთი, შიდა ქართლში – ოთხი, აჭარაში – ორი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი გამოძახება დაფიქსირდა.
უწყების განცხადებით, ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.









