გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გამარჯვებაში, 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, ხიდისყური, ცურტავი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ნიზამი, იალღუჯის დასახლება და მიმდებარე სოფლებში,
11:40-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ბოგვი, ჯორჯიაშვილი, კოდა, ასურეთი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.