გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს 10:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში, ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ზემო ბოლნისი, დარბაზი, სამტრედო, ტალავერი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სარალი, ახლო ლალო, სეიდგოჯალო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.