გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში მუღანლო, სართიჭალა, სიონის უბანი, ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, საფარლო, ლოქჯანდარი, საფარლო, საკირე და მიმდებარე სოფელბში,
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.