გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ქარელის რაიონის სოფლებში ქვენატკოცა, აგარა, დიდი ფლევი, საციხური, ბრილი, თამარაშენი და მიმდებარე სოფელბში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ხაშურში ოქტომბრის, დიმიტროვის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის, ოსტროვსკის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.