20 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

 

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, საფარლო, კამიშლო, ანგრევანი, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი, ხოხმელი, ბრდაზორი, სიონი, ხოხმელი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.