გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 თებერვალს 09:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში მარეთი, ქვემო სარალი, შაუმიანი, იმირი და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მშენებელთა, ლესელიძის, ბესიკის, სანაპიროს, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.