გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის, წერეთლის, ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ქუჩებზე;
24 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, გამარჯვება, მარტყოფი, გარადოკი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, კასუმლო, სარალი, ხიხანი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისში გორგასლის, ჭუბერის, ვაჟა ფშაველას, წმ. ნინოს, მესტიის და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 18:15 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, ჭივჭავი, სამშვილდე, შიხილო, ლიპა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.