25 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კოპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთ კარი, გამარჯვება, გაჩიანი, ყარაჯალარი, წინუბანი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ღოუბანი, ბორბალო, ვაშლოვანი, ერტისი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ოფრეთი, აზიზკენდი, საბირქენდი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულში ნარიმანოვის, კოსტავას, ჯაფარიძის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, ორმაშენი, კიზილაჯლო, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში,

16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.