გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 07:00-დან 07:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, გარეჯის, თოდრიას, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი, ბირლიკი, კალინინო და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 18:15 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე, იფნარა, ალექსეევკა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.