26 წლის მამაკაცმა დეიდა დაჭრა და თვითდაზიანებები მიიყენა-ინციდენტი თბილისში , მაჩაბელის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას ცდილობდა, რასაც მისი დეიდა შეესწრო და წინააღმდეგობა გაუწია.
ქალი სწორედ წინააღმდეგობის დროს,ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია ,რომ მამაკაცმა ამის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.