დღეს, რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.
update: რუსთავი, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი, მე-20 კლ/მ-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19:00-დან 01/03-ის 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
გ. დოლიძის და გონაშვილის ქუჩებს, გ. ჩოხელის ქუჩას, ჩიხებს და გასასვლელებს.
რუსთავში, მეგობრობის მე-2 გასასვლელის N 4-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:50-დან 19:50 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მეგობრობის 1 გასასვლელის N3 და მეგობრობის მე-2 გასასვლელის N 4 და 6-ს.
რუსთავში, მარის არხის 1 დასახლება N 1-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:00-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მარის არხის 1 დასახლებას, ლ. იოსებიძის და წმინდა ნინოს ქუჩებს.
რუსთავში, ზედგენიძის ქუჩის N 6-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ზედგენიძის და ი.ჯავახიშვილის ქუჩებს.
რუსთავში, თბილისის წითელი ხიდის გზატკეცილზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10 საათიდან 16 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გ. დოლიძის, გონაშვილის და გ. ჩოხელის ქუჩას გასასვლელებით.