328 კგ უაქციზო თუთუნი გამოავლინეს

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის – ასაწონი თუთუნის (ჯამში, 328 კილოგრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 5 შემთხვევაში, გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.