ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში 35 წლის ქალი გადაიყვანეს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს შესაბამისი კვლევები ვირუსებზე უკვე ჩაუტარდა და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 2 თებერვალს მიიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტიდან ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამასთან,გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგია. პრევენციის მიზნით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.