4 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ  Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტეს მშნებელთა ქუჩაზე.

12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აჭარის დასახლება, აგარაკი, ალექსეევკა, ქემო სარალი, მარეთი.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი.

11:00-დან 18:00 საათამდე -ბოლნისის რაიონის  სოფლებს ქვემო ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ზემო ბოლნისი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, კუდრო.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.