გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 თებერვალს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, სააკაძე, დიდი ლილო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა თამარისი, ქოლაგირი, ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









