თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილი გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალებაში 24 წლის ქალის ახლობლები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მშობიარობის პროცესი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია, რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს.
„სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოყვანილი იქნა ნაყოფი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს“, – აცხადებენ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურში.