ქვემო ქართლში ადმინისტრაციულ შენობებთან საქართველოს დროშა დაეშვა

 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებთან, საქართველოს დროშა დაეშვა.

დროშები დაშვებულია ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების შენობებზე. 

 

ბოლნისში 

,,1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველოში რუსული საბჭოთა იმპერიის მმართველობა დამყარდა. ეს დღე ყველაზე მწვავე და ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან 99 წლის წინ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე დაღი დაასვა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და 1918 წელს დაფუძნებული დემოკრატიული რესპუბლიკის პროგრესული იდეალების პრაქტიკაში სრულად განხორციელებას ხელი შეუშალა. ქართველმა ერმა 25 თებერვალს მისი უპირველესი ღირებულება, დამოუკიდებლობა დაკარგა, რასაც მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა. მრავალწლიანმა საბჭოთა მმართველობამ ჭეშმარიტი ქართული ფასულობების სტაგნაცია გამოიწვია, კომუნისტური რუსეთი შეეცადა თავისუფლებისა და დემოკრატიის მოყვარული ერის მენტალიტეტის საბოლოოდ დამახინჯებას. პროპაგანდისტული, სასტიკი მეთოდების მიუხედავად, საბჭოთა მმართველობამ ეს ვერ შეძლო, რადგან დღეს ჩვენ კვლავ დავუბრუნდით იმ სწორ ღირებულებებს, რომლითაც საუკუნეებია ქართველი ერი საზრდოობს. რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, დღეს ევროპის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო ვიქნებოდით, ამიტომ აუცილებელია მუდამ გვახსოვდეს თუ რა დიდი დარტყმა მიაყენა წითელმა დიქტატურამ ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, წარსულზე დაკვირვება და მისი კვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არასდროს არ დავუშვათ ჩვენი თავისუფლების დაკარგვა. ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპებით ვითარდება და მჯერა, ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერის კვლავ დაჩოქებას. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის გმირები, რომლებმაც თავი რუსულ ოკუპაციას შესწირეს,რომ არა მათი თავგანწირვა, დღეს ჩვენ შემდგარი სახელმწიფო არ ვიქნებოდით. ამ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დმანისში

 

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო უწყებებისა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.