გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 თებერვალს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სავანეთი, ფოლადაური, ნახიდური, ტალავერი, ხიდისყური, მუხრანა, ჭაპალა, მამხუტი, ვანათი, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე – ქვედა ბოლნისს, ბოლნისს, ზემო ბოლნისს, სამწვერისს, კუდროს, პატარა დარბაზს, სამტრედოს და მიმდებარე სოფლებს.
15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ჯანდარში, ჯანდარის დასახლებაში, ყიზილაჯლოში, მარნეულში სულხან-საბას, 300 არაგველის, 26 მაისის, ბაბეკის, მამედოვის და მიმდებარე ქუჩებზე.
17:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ბაილარი, მირზოევკა, ნორგიული, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, საიმერლო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.