წიგნის კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება რეგიონის მასშტაბით. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
tv4-ი ღონისძებების განრიგს უცვლელად გთავაზობთ:
1:00 საათიდან – ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წიგნის კითხვის სერთაშორისო დღეს სოფელ ტანძიაში აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელში მდებარე ლიტერატურულ მუზეუმში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მუნიციპალური თეატრალური დასის მსახიობები, დიდი ქართველი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, შემოქმედებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ, მოეწყობა წიგნების გამოფენა და საზეიმოდ დაჯილდოვდება წლის საუკეთესო მკითხველი.
12:00 საათზე – წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში აქტიური მკითხველები მათთვის საინეტერესო ნაწარმოებებს წაიკითხავენ.
13:00 საათზე, 9 აპრილის სკვერში, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მორის მოცხიშვილის შემოქმედებას წაიკითხავენ.
13:30 საათზე, ქალაქ გარდაბნის ასირიულ ტაძართან ადგილობრივი ასირიელები მშობლიურ ლიტერატურას წაიკითხავენ.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სოფელ ლემშვენიერაში გაიმართება, სადაც ადგილობრივები, შოთა რუსთაველის ძეგლთან პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“ აფორიზმებს ამოიკითხავენ.
14:00 საათზე – მარნეულის ბიბლიოთეკაში, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული ღონისძიება გაიმართება. აქტივობის მონაწილეები გამოჩენილი ქართველი მწერლების, მიხეილ ჯავახიშვილისა და ნოდარ წულეისკირის ნაწარმოებებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ, მოეწყობა თემატური დისკუსია.
15:00 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში საჯარო შეხვედრა გაიმართება.
თემატური ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები, ლიტერატურისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრებენ.
17:00 საათზე, რუსთავში, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კოსტავას გამზირზე, შადრევანთან გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, თეატრის მსახიობები ცნობილი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს წაიკითხავენ. სპიკერები წიგნიდან გარკვეული ეპიზოდის წაკითხვას ადგილზე შეკრებილ ახალგაზრდებსაც შეთავაზებენ. აქტივობის მონაწილეები დასაჩუქრდებიან წიგნის მაღაზიის ფასიანი ვაუჩერით. დღის განმავლობაში, წიგნები გადაეცემათ ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მეხუთედ, 2020 წლის 5 თებერვალს ჩატარდება, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია “Litworld” -მა გამოაცხადა.
წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გაიმართება.