გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გაჩიანი, აღთაკლია, მარტყოფი, დიდი ლილო, წინუბანი, რადიოსტუდია და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ჭაპალა, მუხრანა, მწყნეთი, ჭრეში და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, ქაშაკაშვილის, მარის არხის, ბათმის, აზოტის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.