გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 თებერვალს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, სააკაძის, გაგარინის, ქაშაკაშვილის მშენებელთა ქუჩებზე.
10:00-დან 19:00 საათამდე – მარნეულში მერაბ კოსტავას, ნარიმანოვის, კოსტავას, საიათნოვას, ჟორდანიას, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ წერეთელს.
13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი, გულუბახ, ბრდაზორი, ახკულა, ხოხმელი, გულუბახი, წერაქვი, ჯანხოში, ოფრეთი, სიონი.
11:00-დან 16:00 საათამდე – ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, ბარათაშვილის, ბესიკის, გოგებაშვილის, თავისუფლების, ლეჩხუმის, 300 არაგველის, დ.გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.