კომპანია რუსთავის წყალმა, ქალაქ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობთ, სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელის 0,6 კმ სიგრძის ამორტიზირებული მონაკვეთი სრულად შეიცვალა. კომპანიამ პროექტში 250,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია რუსთავის წყალი 7 თებერვალს განახორციელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ,აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 თებერვალს, დილის 10.00 საათიდან 8 თებერვლის დილის 10.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს.
“კომპანია რუსთავის წყალი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და დღის განმავლობაში, წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში