CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

რუსთავში, მაიაკოვსკის 15 ნომერში, CO-თი ინტოქსიკაცია სამმა პირმა მიიღო. მათ შორის, ორი მცირეწლოვანია. ერთ-ერთი 11 წლისაა, მეორე კი 1.8 თვის. მესამე პირი კი ბავშვების დედა, 29 წლის ქალია.

ისინი ამ დორისთვის კლინიკა “რუსთავში” არიან გადაყვანილები. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, პოლიცია და ასევე, “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები.