„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექაუნთები შეაჩერა, რომელიც უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალბი ნარატივების გავრცელებას ისახავდა მიზნად. კომპანია ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, ამ ქსელის მიღმა ცდილობდნენ საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან“,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელის, ნათანიელ გლეიჩერის განცხადებით , რუსული ოპერაცია ასზე მეტ ანგარიშს „ფეიბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იმ მიზნით იყენებდა ,რომ ყალბი პერსონები შეექმნათ, რომლებიც ძირითადად თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ.
„ისინი ცდილობდნენ სიტუაცია აემღვრიათ და პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობას ნერგავდნენ“,- აცხადებს გლეიჩერი.









