13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით იუნესკო განცხადებას ავრცელებს და რადიოსადგურებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მრავალფეროვნებას როგორც ახალი ამბების განყოფილებაში, ისე – ეთერში.
2020 წელს რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იუნესკო სამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ რადიოში პლურალიზმის პროპაგანდაზე; ახალი ამბების განყოფილებაში მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის წახალისებაზე; საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ინტერესების ამსახველი სარედაქციო მასალებისა და პროგრამების ტიპის მრავალფეროვნების ხელშეწყობაზე.
„გლობალურ დონეზე რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ყველაზე ფართო აუდიტორია, ნიშნავს, რომ რადიოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გამოცდილება, იყოს პლატფორმა ყველა ხმისთვის“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში.
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ბაზაზე უკვე მეოთხე წელია ქალაქში ერთადერთმა რადიომ მაუწყებლობა აქტიურად დაწიყო . Radio4 ტალღაზე Fm97.8 ქალაქის მსმენელში დაარსების დღიდან პოპულარობით სარგებლობს. გარდა ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზე მორგებული მუსიკალური პროგრამისა, Radio4-ს ინფორმაციული დატვირთვაც აქვს, მსმენელს რეგიონსა და ქალაქში განვითარებული მოვლენები გააცნოს.
“რადიოს გუნდი ცდილობს, ყოველდღიურად იზრუნოს რადიოს მსმენელის განწყობაზე. ვცდილობთ ,ჩვენი მუსიკალური პროგრამა ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანს მოვარგოთ. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენი მსმენელის რაოდენობა და აქტიურობა დღითიდღე იზრდება. გარდა მუსიკალური პროგრამებისა, Radio4 რუსთაველების ინფორმირებულობაზე ზრუნავს და რეგიონსა და ქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჩვენს თანამოქალაქეებს საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” მოსმენის შესაძლებლობა აქვთ.რადიო4-ის გუნდი ულოცავს მსმენელს რადიოს მსოფლიო დღეს და მოგიწოდებთ დარჩეთ ტალღაზე Fm97.8″-ამბობს რადიო4-ის დირექტორი გიორგი მოსიაშვილი.
Tv4-მა ულოცავს მსმენელს რადიოს მსოფლიო დღეს. უსმინე შენი ქალაქის რადიოს-მომართეთ თქვენი რადიო მიმღებები Fm97.8-ზე.
რადიოს მსოფლიო დღე 2012 წლიდან აღინიშნება. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.