ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა- შემთხვევა გვიან ღამით თელავში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით,თელავი ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.
შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ მანქანაში მყოფი ორი მგზავრი,მძღოლი კი მძიმედ დაშავდა.
ექიმის თქმით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.