“ამუშავდება ყველა მექანიზმი”-პრემიერი კორონავირუსზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,კორონავირუსთან დაკავშირებით ,ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს.

გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.