აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს საქართველოს დროით დაახლოებით, დილის 5:00 საათზე მეკობრეები თავს დაესხნენ.
გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის, რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.
როგორც ცნობილი ხდება, გატაცებისას მეკობრეებმა ცეცხლი გახსნეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მომხდარის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ.