მესტიის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაიყვანეს.
ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, პაციენტს მცირე ზომის ჭრილობა ბეჭის არეში აღენიშნება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 231-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო.