ბაკურიანში 22 წლის ქალი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა ,რის შედეგადაც გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით,გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრავმები აღენიშნება. ცხედარი ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.