ბაღდათში ხანძრის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

ბაღდათში, ხანძარის შედეგად, ხუთი ადამიანი – ფეხმძიმე ქალი და ოთხი ბავშვი დაიღუპა.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ წუთებში  ცეცხლის ჩაქრობას ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

არსებული ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.