ე. წ. ბოქსირებული პალატები საავადმყოფოებში- რამდენად არის მზად რუსთავის სამედიცინო დაწესებულებები მსოფლიოში ყველაზე რეზონანსულ ვირუსითან გასამკლავებლად და რა ზომებს ღებულობს ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში .
უწყება პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ,ძირითად აქცენტს ბოქსირებულ პალატებზე აკეთებს. Tv4-მა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარება გაარკვია.
როგორც ცნობილი ხდება უწყებამ ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში შემოწმება იანვრის ბოლოს ჩაატარა. კერძოდ ,სამინისტრომ ის კრიტერიუმები შეამოწმა ,რომელსაც ბოქსირებული პალატა უნდა აკმაყოფილებდეს.
ამასთან, შემოწმდა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო,სადაც ორი ბოქსირებული პალატაა განთავსებული. დაწესებულება უწყებამ ჰიგიენურ -სანიტარული ნორმის დაღვევის გამო ,დააჯარიმა. კერძოდ ,გაფრთხილება ხელსაბანთან დაკავშირებულ პრობლემას ეხებოდა. როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, პრობლემაზე მუშაობა დაიწყო და უახლოეს დროში დასრულდება.
რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოს, დაწესებულებაში ხუთი ბოქსირებული პალატა ფუნქციონირებს.ჯერ-ჯერობით არ შემოწმებულა კლინიკა „რუსთავი”.
სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ ,რომ საჭიროების შემთხვევაში პალატები მზად არის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რაიმე გართულებას ექნება ადგილი, უწყებასთან კონტაქტი სისტემატურ რეჟიმში იქნება.