რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ,ახალი კამპანია Gatreepe დაიწყო. ჰეშთეგით #გაTREEფე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გვერდი შეიქმნა,სადაც ეკოლოგიური აქტივობის წახალისების შინაარსით, სხვადასხვა ფეისბუქ პოსტი იწერება.
“დარგე ნერგი შენს ქალაქში” -ამ სლოგანით ,კამპანიის ფარგლებში, ,საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხეების სასარგებლო თვისებებზე ინფორმაციაა მოცემული.
“ორი ზრდასრული ხე გამოყოფს იმ ოდენობის ჟანგბადს რაც ესაჭიროება ოთხ სულიან ოჯახს მთელი წლის განმავლობაში& ერთ ხეს წელიწადის განმავლობაში შეუძლია შთანთქას იმდენივე ნახშირორჟანგი რამდენსაც გამოიმუშავებს ავტომობილი 41 600 კილომეტრის გავლის შედეგად”-წერია Gatreepe-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
Tv4-ის ინფორმაციით, კამპანია რუსთაველებს ეკუთვნით და მისი მიზანი, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კამპანიის მთავარი მოტივია,რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს და თითოეულმა რუსთაველმა საკუთარი ქალაქში გარემოზე თავად იზრუნოს.
• ბავშვებისთვის.”
” #გაTREEფე
• დარგე ნერგი შენს ქალაქში;
• ნუ დაველოდებით 12 წლის ნიკოლოზს როდის გაიზრდება და მოვა მთავრობაში, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის გამწვანებას. დავრგოთ, გავზარდოთ, ვისუნთქოთ. ბავშვებისთვის.” –წერია GaTreepe-ს პოსტებში.