გარდაბნის რაიონში, გაჩიანის გზაზე ხანძარია. ამ წუთებში ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახური ცდილობს. Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ავტოგასამართი სადგურის ბუნებრივი აირის მილს გაუჩნდა.
როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იწუება, საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია და სააპატრულო პოლიცია მძღოლებს გადაადგილების უფლებას ეტაპობრივად აძლევს.
Update: ადგილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათი ინფორმაციით, სავტომობილო გზა უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა.
tv4-ის გადამღები ჯგუფი იმყოფება ადგილზე და ინფორმაციას განახლებად რეჟიმში მოგაწვდით.











