ქალაქ დმანისს და მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულ ყველა სოფელს გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ავარიულად დაზიანდა გაზის ტრანსპორტირების ცენტრალური მილი, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ქალაქ დმანისსა და მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულ ყველა სოფელს.როგორც ცნობილი ხდება, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ 18 თებერვალს დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად 19 თებერვალს 15:00 საათზე აღდგება.