ევროპის ქვეყნებში შტორმი „კიარა“ მძვინვარებს

ევროპის ქვეყნებს შტორმი „კიარა“ დაატყდა თავს. ამინდის მკვეთრი გაუარესების და ძლიერი წვიმის გამო, ევროპაში საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეფერხდა. შეზღუდვები დაწესდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, სკოლები კი დაიხურა.

რკინიგზის ეროვნულმა ოპერატორმა, „დოიჩე ბანმა“ შორ მანძილზე დაგეგმილი რეისები გააუქმა.

ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ათობით შიდა და საერთშორისო ფრენა გააუქმეს. შოტლანდიაში ბარის სახურავის დანგრევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველა მატჩი გააუქმა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში იქნება.