„დღეს დილით, 07:30 საათიდან განახლდა სამძებრო ოპერაცია 50-კაციანი შემადგენლობით. ჩავატარეთ ზონდირება, სადაც ჩამოწოლილი იყო ზვავი. 09:15 საათზე ნაპოვნი იყო ცხედარი, ახალგაზრდა გოგონასი, დაახლოებით 25 წლის. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის ნამდვილად იყო აკრძალულ ზონაში და მით უმეტეს, არ ჰქონდა აღჭურვილობა, რაც უნდა ჰქონდეს გაუკვალავ თოვლში მოსრიალე ადამიანს“,- განაცხადა სამსახურის უფროსმა ვაკო დუნდუამ.
კობი-გუდაურის გზაზე ზვავი გუშინ, დაახლოებით 13:00 საათისთვის ჩამოწვა. ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რამაც სავარაუდოდ ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ზვავმა ერთი ტურისტი მოიყოლა, დანარჩენები კი გადარჩნენ.