თბილისში ინდოეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას დანაშაული 7 დან – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.