თურქეთში მიწისძვრას 7 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე, თურქეთის ვანის პროვინციაში დაფიქსირდა, დაღუპულების გარდა, დაშავებულია 5. ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 ზრდასრული და 3 ბავშვი. უწყების ცნობით, 1000-ზე მეტი შენობა დაზიანდა.
მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანის ოპერაციას ახორციელებენ. თურქეთის მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ თურქეთის 43 სოფელში გამოიწვია ზარალი. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში თურქეთ-ირანის საზღვარზე კვირას გამთენიისას მოხდა.









