კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ავტომობილი ხევში გადავრდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებდა . ერთი მგზავრი უვნებლად არის ამოყვანილი, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული და მისი ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულიხსმობს.