მე-12 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანებააა. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბინიდან,რომელშიც მოხუცებული ქალი ცხოვრობს, კვამლი შენიშნეს და დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.
ბინის მეპატრონის განცხადებით, გაზქურაზე საჭმელი დარჩა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.