რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტი ჩამოინგრა და მუშები მოიყოლა

 რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციით, სამი მუშა მოიყოლა. ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მესამე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

“დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოშია გადაყვანილი” -ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.